yandex
2 ნოემბერი - წმ. ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღე
 
 
 

უფლისმიერი სასწაული!

წმინდა ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის მირონმდინარე ხატი

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება. 7 დეკემბერი, 2014 წ.




არსენიძეების ოჯახში არსებული წმ. მამა გაბრიელის ხატიდან მომდინარე მირონის ცხებით უკვე რამოდენიმე სასწაულებრივი კურნება დაფიქსირდა.


პირველი სასწაული მოხდა თვით არსენაძეების ოჯახში. მათ მცირეწლოვან ქალიშვილს ყურთან სიმსივნური კვანძი აღენიშნებოდა, რომელიც არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. მირონის ცხების შემდეგ ბავშვი სასწაულებრივად განიკურნა.

მირონცხების შემდეგ მეტყველების უუნარო ბავშვა დაიწყო ლაპარაკი.

ქ-ნ ლელა ებანოიძე დაავადებული იყო წითელი ქარის მძიმე ფორმით. ყოველ გავლაზე ჭრილობა ძლიერ სტკიოდა და სდიოდა სისხლი. ექიმმა ურჩია რამოდენიმე კვირით დაეცვა წოლითი რეჟიმი, მაგრამ მირონის პირველად ცხების შემდეგ, სიარულისას სისხლდენა შეუჩერდა, ხოლო მირონის მეორედ ცხების შემდეგ სრულებით განიკურნა.

ერთ-ერთ მომლოცველ ქალბატონს ძლიერ სტკიოდა ხელი. მირონის ცხების შემდეგ კი ტკივილი სრულებით შეუჩერდა.

18 დეკემბერს ხატი მოილოცა 13 წლის ირინა მაისურაძემ, რის შემდეგაც მას შუბლზე სასწაულებრივად სისხლოვანი ჯვარი გამოესახა, ხოლო ტომსიკიდან, რომლითაც წმ. მამა გაბრიელის საფლავის მცირეოდენ მიწას ატარებს - დაიწყო მირონდენა.



2015 წ. 20 დეკემბერიდან მირონდენა დაიწყეს არსენაძეების ოჯახში არსებულმა
წმ. მამა გაბრიელის ყველა ხატმა!